სად მდებარეობს SKY HOUSE?

SKY HOUSE-ის მიმდებარე ტერიტორია თბილისში ერთ-ერთ, ყველაზე განვითარებად ადგილად ითვლება. კომპლექსი შენდება ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ თბილისის განახლებული გენერალური გეგმის მიხედვით, პროექტში ჩადებულია მეტროს ახალი ხაზის იდეა, რომელიც ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან მივა. ინიციატივა ეხება 3 სატრანსპორტო კორიდორის შექმნასაც, რომლის მიხედვითაც კახეთის გზატკეცილი - დიდ დიღომს, დიდი დიღომი - მაღლივს, მაღლივი კი ორთაჭალას დაუკავირდება. ეს კი პირდაპირ კავშირშია კონკრეტულად SKY HOUSE-ის ტერიტორიის განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივასთან. თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, 2030 წლამდეა გაწერილი, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 10 წლის ვადაში, ვარკეთილის ტერიტორია, შესაძლოა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრად იქცეს. მიწისზედა ხაზის მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით, ასევე თბილისის აეროპორტისკენ 2019 წლის ბოლოს დაიწყება.

0

სართული

0

აპარტამენტები

პროექტი SKY TOWERS

კომპანია “SKY HOUSE”-ის მულტიფუნქციური კომპლექსი SKY TOWERS-ი თბილისში, ვარკეთილში შენდება. ამ ეტაპზე დასრულებულია ერთი შენობა და დაიწყო მეორე კორპუსის მშენებლობა.

ზარის მოთხოვნა