ჩვენი პარტნიორები

ვინ არიან ჩვენი პარტნიორები?

„ჰაიდელბერგი“ სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე. იტალიური კომპანიის „იტალცემენტის“ შეერთების შემდეგ, კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა ინერტული მასალების წარმოების მიმართულებით. „ჰაიდელბერგს“ ასევე მოწინავე პოზიცია უჭირავს ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. კომპანია საქართველოში 2006 წელს გამოჩნდა და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზეც. ამჟამად „ჰაიდელბერცემენტი“ 13 ბეტონის ქარხანას ითვლის ქვეყნის მასშტაბით და თითქმის ყველა მიმდინარე მშენებლობას ამარაგებს.

კომპანია „არკონი“, რომელიც ჩვენს სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, 2010 წელს დაარსდა. საქმიანობის სფერო მონოლიური რკინა-ბეტონის კარკასების მშენებლობაა. დაარსებიდან დღემდე, კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა დანიშნულების 30-ზე მეტი მრავალსართულიანი კარკასების მშენებლობა.

ჩვენი კიდევ ერთი სანდო პარტნიორი „ბედეგი“ უკვე 20 წელია ბაზარზე გამოჩნდა და 30 დასახელების სამშენებლო პროდუქტს აწარმოებს. კომპანია ჩვენს მშენებლობებს იზობლოკით ამარაგებს, რაც ხმის და სითბურ იზოლაციას უზრუნველყოფს. აღნიშნული ბლოკები გერმანული ტექნოლოგიით არის დამზადებული, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს.

„ჯეოსთილის“ სანდოობას უმსხვილესი პირდაპირი სამრეწველო ინვესტიცია განაპირობებს. კომპანიამ ქართველ მომხამრებელს ადგილიბრივი არმატურის წარმოებით ფართო არჩევანი შესთავაზა. თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი, ელექტრორკალური ღუმელი და სხვა აპრობირებული მეთოდები, კომპანიას საშუალებას აძლევს სამშენებლო მასალებით უზრუნველყოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში.

„ციტადელმა“ საქმიანობა 2011 წელს დაიწყო და საქარველოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. კომპანია სამშენებლო მასალების იმპორტით არის დაკავებული და ამ ეტაპზე აერთიანებს სამ მიმართულებას: სამშენებლო მასალები, მშენებლობა და საერთაშორისო გადაზიდვები.

ჩვენი პარტნიორების მრავალმხრივი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და სანდოობა ჩვენს წარმატებას განაპირობებს.

About