ჩვენ შესახებკომპანიის შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

“SKY HOUSE”-ი უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. კომპანიამ მალევე შეძლო ადგილის დამკვიდრება, მაცხოვრებლების ნდობის მოპოვება და ერთი დასრულებული პროექტის შემდეგ, კომპლექს „სქაი თაუერსის“ ფარგლებში იწყებს მეორე კოშკის მშენებლობას.

“SKY HOUSE”-ი თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიც არიან:

  • სამშენებლო კომპანია „არკონი“
  • ბეტონის და ცემენტის მომწოდებელი „ჰაიდელბერგ ბეტონი“, „ჰაიდელბერგ ცემენტი”
  • მშენებლობებს ბლოკით ამარაგებს კომპანია „ბედეგი“
  • უმაღლესი ხარისხის არმატურას აწარმოებს „ჯეოსთილი“
  • სამშენებლო მასალების იმპორტიორი „ციტადელი“

პარტნიორების მრავალწლიანი გამოცდილება და კომპანიის კრეატიული გუნდის მუშაობა საიმედო შედეგს უზრუნველყოფს. 2016 წელს “SKY HOUSE”-მა
დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო. ჩვენ გთავაზობთ ყველა გემოვნების და მოთხოვნის ადამიანებზე მორგებულ საცხოვრებელს სახლებს.
კომპანიის გუნდი საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებს ირჩევს, აკონტროლებს მშენებლობის მიმდინარეობას და ზუსტ ვადებში აბარებს.

ჩვენი მიზნები და ღირებულებები

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, ხმის და თბოიზოლაციას, კორპუსის სეისმურ გამძლეობას და სიმყუდროვეს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მობინადრეების ნდობის შენარჩუნებაა, პირობების ზუსტ ვადებში შესრულება და ახალ კლიენტებზე მორგებული სერვისების შემუშავება.

რატომ “SKY HOUSE”?

ჩვენ გთავაზობთ გადახდის საუკეთესო პირობებს, ფასზე მაღალ ხარისხს და მყუდრო გარემოს. მშენებლობა ზუსტ ვადებში სრულდება. ამის გარანტია კი უკვე ჩაბარებული პროექტებია. აღსანიშნავია, რომ პარტნიორების მაღალი კვალიფიკაცია ჩვენი წარმატების გარანტია.

About